გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“,-აღნიშნულია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.










