fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უგულავა: ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

14:53 ოქტომბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
921
ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოპოზიციურ ერთობაზე ლაპარაკობს, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში.

უგულავას თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა.

“შარშან, ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა ლეიბორისტების ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ.

უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, თუმცა, ერთიანობის მუხტი ისეთი ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი.

თორემ, ენმ-ი, ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო ეს ერთობა მიზანში არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ – მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა.

ის, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალური და არაფრის მომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ენმ-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობაც.

ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.

ასეც მოხდა: ენმ-ი გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა “ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა “პარტიუკაა” და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ-ი არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო”.

ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა – ჯერ გიორგი ვაშაძე, შემდეგ ევროპული საქართველო, შემდეგ – გირჩი.

ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ბრძოლის მოდელი Game of Thrones-ის მოდელით რომ განვიხილოთ, იყო შემდეგი:

ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების წინააღმდეგ, ანუ ბიძინას და ქოცების წინააღმდეგ. ანუ ახლა, ბრძოლის წინა სცენა ქვეყნებოდა, როცა ბევრი, წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი – ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას. მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს.

სწორედ ამიტოა, რომ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი​ დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერების და რეტროგრადების.

ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მეგობრებო, მთავარი ლიდერია, ოღონდ სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილის და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად.

ბუნებრივად ისმის კითხვა – ახლა რა ხდება, წავაგეთ? არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. 7 წელია, ივანიშვილის თამაშია – აქეთ მე, იქით მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს. მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესმე ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება.

ამ თამაშში ყველას თავსი როლი აქვს, ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ მეგატრონებს ეს საერთოდ არ ადარდებთ.

ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას.

არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკშვილის პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში, ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა.

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. ევროპულმა საქართველომ და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოაღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს.

დიახ, მთავარი ამოცანაა:

1. ოცნება 40%-ს ქვევით დარჩეს.

2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს ენმ-ზე მეტი;

3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე.

დარწმუნებული ვარ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ენმ-ში უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება.

ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა თავი. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ”. – ამბობს გიგი უგულავა მიმართვაში.

30-მდე ოპოზიციური პარტია ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოლაპარაკებებს საერთო სამოქმედო გეგმაზე მას შემდეგ მართავს, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თითქმის პროპორციულ წესზე შეთანხმება გაფორმდა და მაჟორიტარული ოლქები შეიკვეცა, პარტიებმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე დაიწყეს მოლაპარაკებები.

თუმცა, მალევე ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ყველა ოლქში თავისი კანდიდატი ეყოლებოდა. შეთანხმება თბილისის ოლქებში მოხერხდა. ისიც ყველგან არა – ენმ-მ ისანში, შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ვაშაძის კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

 

თეგები: გიგი უგულავამიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია