ჩინეთის სასამართლომ უჰანელ ჟურნალისტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
37 წლის ჟანგ ჟანის სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სამი ჟურნალისტი, რომელიც უჰანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ გაუჩინარებულია.










