ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქალაქში, საიდანაც პანდემია დაიწყო, კოვიდის შიდა გადაცემის შემთხვევა მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.











