ეს ადამიანი მოუწოდებდა ახალგაზრდებს სამართალდარღვევისკენ, – ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ნიკა მელიას შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„მაშინ, როცა ეს აქცია განახორციელა გახლდათ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნაცვლად იმისა, რომ აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად, მოუწოდებდეს ახალგაზრდებს იყვნენ კანონმორჩილები, პირიქით, მან მოუწოდა თითოეულ მათგანს, რომ დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილონ კანონს. პრაქტიკულად უკანონობა წაახალისა. მაშინ, როდესაც მან ეს ქმედება განახორციელა (მოიხსნა სამაჯური) სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმ წუთიერი რეაქცია ადეკვატური არ იყო. ჩვენ მაშინვე ვიფიქრეთ, რომ მის მიმართ გარკვეული შეღავათები გამოიყენეს,“ – განაცხადა ირმა ჭაკადუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობდა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.











