კორონავირუსის ოანდემიის გამო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი, 2021 წლისთვის, 150 მილიონამდე გაიზრდება, – ასეთ პროგნოზს აკეთებს მსოფლიო ბანკი.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკიდურესი სიღარიბე მატულობს, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
უკიდურესად ღარიბად ითვლება ადამიანი, რომლის დღიური შემოსავალი დღეში 1,9 დოლარზე (დაახლოებით 6 ლარი) ნაკლებია.
ამჟამად უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიო მოსახლეობის 9% ცხოვრობს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, „ახალი ღარიბები“ გაჩნდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისედაც მაღალია სიღარიბის დონე და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც საშუალოშემოსავლიანად ითვლებიან. ასეთი კი მსოფლიო სახელმწიფოების 80%-ია.











