ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა.
აღნიშნულ თემაზე მან ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში ისაუბრა, შემდეგ კი ინტერვიუს ჩანაწერი Twitter-ზე შემდეგი წარწერით გააზიარა:
„მიხარია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაზე ისაუბრა, მაგრამ სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატოში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაცრ რიტორიკას მკაცრი ქმედებები უნდა შეუთავსოს“.












