უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით – 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველ დღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა ჩვენც ვართ მზად იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს. განაცხადა ზელენსკიმ „თაიმთან“ ინტერვიუში.
„მათ სურთ, რომ ჩვენ გვეშინოდეს, რომ დასავლეთს რუსეთის ძალის, მისი ძალაუფლების ეშინოდეს. სურთ, ტემპერატურა აწიონ ისეთ დონეზე, რომ აჩვენონ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანობენ და სინამდვილეში ჩვენში პარტნიორს ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი გამოცდაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.











