უკრაინაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 2 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოვიდის ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამას პანდემიის მესამე ტალღის დაწყებას უკავშირებს. მისივე განცხადებით, თუ სიტუაცია უარესობისკენ წავა, უკრაინაში ლოქდაუნი კვლავ დაწესდება.











