უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა და 20 019-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 124 430 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 812 368-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდის 5 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











