უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე მიიღო.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა – 165 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 7 474 – ით გაიზარდა.
ჯამში, უკრაინაში კორონავირუსის 363 075 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 755 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკრაინაში 148 642 ადამიანია გამოჯანმრთელებული.











