უკრაინაში კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ერთი თვით გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა. ინფორმაციას news.liga ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეზღუდვების გაუქმების საშუალებას არ იძლევა.
„კარანტინი 31 ივლისს მთავრდება. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეზღუდვებზე უარს ვერ ვიტყვით, ამიტომ კარანტინს გავახანგრძლივებთ“, – განაცხადა სტეპანოვმა.











