“უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, სახელმწიფოს გადამგდების რეპუტაცია აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Украина 24-თან საუბრისას განაცხადა.
„უცხოური ინვესტიცია უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტში 2 პროცენტზე ნაკლებია, საიდანაც ნამდვილი უცხოური ინვესტიცია 0.2 პროცენტზე ნაკლებია.
ეს კი არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ „გადამგდები“ არავის უყვარს. უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, სახელმწიფოს გადამგდების რეპუტაცია აქვთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.











