fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა

11:19 ნოემბერი 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

„ხუთი წუთის წინ შევიტყვეთ, რომ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, გავიგებთ უარის თქმის მიზეზს. ჩვენ აქ მაინც მოვედით, მსურს, შევხვდე ამ კოლონიის ხელმძღვანელს. ვიცი, რომ დირექტორი ავად არის, თუმცა მის მოვალეობას ხომ ასრულებს ვინმე, ასევე მსურს, შევხვდე ამ კოლონიის მთავარ ექიმს, რადგან დღეისთვის ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, როგორ აპირებენ რეანიმაციული პროცედურების ჩატარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აღჭურვილობისა და პროფესიონალურად მომზადებული ექიმების გარეშე. ამიტომ ჩვენ გვინდა შევიდეთ, მივაღწიოთ მათთან შეხვედრას და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვმა.

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ სურს შეხვდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. მე მას დავურეკე, მივწერე. სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. როგორც ჩანს არსებობს რამე მიზეზები, რომ მე არ დამიკავშირდეს. მსურს, წარმომიდგინონ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები. დღეს მისი შიმშილობის დაწყებიდან 47 დღე გავიდა. მსურს, მთავარმა ექიმმა ამიხსნას, რა აღჭურვილობა არის, ამ აღჭურვილობის ჩამონათვალი და არიან თუ არა სპეციალისტები ამ აღჭურვილობის გამოსაყენებლად. რადგან დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ დგას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც წამოიღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან და რომელიც დგას დერეფანში იმ განყოფილების მახლობლად, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. როგორ არის შესაძლებელი ამ აპარატის გამოყენება, ეს კითხვაც არის.

ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიღებაც შეგვიძლია მხოლოდ ადვოკატებისგან ან კონსილიუმის შემადგენლობაში მყოფი ექიმებისგან. ვისურვებდი, პირადად დავრწმუნებულიყავი, რომ არსებობს აღჭურვილობა, არიან პროფესიონალი ექიმები. შეგვიძლია დავუშვათ, რომ სასჯელაღსრულების ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ არიან კვალიფიციური ექიმები, რადგან 14 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფო დახმარება სხვა სახელმწიფო კლინიკიდან გამოიძახეს. ამიტომ ვისურვებდი, ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია