უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.
„ვულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს უკრაინის და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დენის შმიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.