შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე.
„ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ, ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი და აქედან გამომდინარე ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხომ არ გამოიწვევს სამთავრობო ცვლილებებს და ხომ არ იხილავს საზოგადოება მას მინისტრთა კაბინეტში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ის მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებას არ გეგმავს, სამთავრობო ცვლილებები კი, დღის წესრიგში არ დგას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე იქნება











