ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ელჩები ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს ინდივიდუალურად მართავენ.
შეხვედრის წინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის შეთანხმება ძალაშია და მათი მოთხოვნები არ იცვლება.
ხაზარაძის თქმით, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობაში მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, ამიტომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
“მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო სად ვიმყოფებით ჩვენ, საქართველო და რა პერსპექტივა აქვს და როგორ გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან.
მოცემულობა არის შემდეგი, არჩევნები გაყალბდა, არჩევნების შედეგებში დღეს ეჭვი ეპარება მოსახლეობის ნახევარს, არის პოლიტიკური კრიზისი, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი: შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდა ხელახალი არეჩევნები…
თუ გვინდა, რომ გამოვიდეთ შექმნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციიდან უნდა დავიწყოთ ნოლიდან და ეს ნოლი ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.











