ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ვაქცინაციისთვის უნდა მოემზადოს,- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა.
„დღეს ძალიან აქტიური საუბარი გვქონდა იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის ეტაპისთვის. სრულიად მსოფლიო ემზადება იმისთვის, რომ როგორც კი ვაქცინა მზად იქნება, მიიღონ ქვეყნებმა და განახორციელონ ვაქცინაცია“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.











