ჯანმოს განსაკუთრებული სიტუაციების პროგრამის დირექტორი ჯანდაცვის სფეროში მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლამდე ვერ მიიღებენ.
მისი თქმით, მიუხედავად პროგრესისა ვაქცვინის შემუშავების მიმართულებით, მისი მიღების ვადებთან დაკავშირებით რეალისტები უნდა ვიყოთ.
„რეალისტური სცენარით, ადამიანები ვაქცინას მიიღებენ არაუადრეს მომდევნო წლის პირველი ნახევრისა“ – განაცხადა რაიანმა ჯანმოს Twitter-ზე ტრანსლირებისას.
მისივე განმარტებით, ჯანმო მუშაობს იმაზე. რომ ვაქცინა ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს.
„ვაქცინა არ არის არც მდიდრებისთვის და არც ღარიბებისთვის, ის ყველასია“ – განმარტა მან.











