უნგრეთი აპრილიდან სკოლების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში სკოლები, შესაძლოა, 12 ან 19 აპრილს გაიხსნას. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, სკოლების გახსნის ზუსტი თარიღი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზეა დამოდეკიბული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უნგრეთში კორონავირუსით 603,347 ადამიანი დაინფიცირდა.











