უნგრეთის იუსტიციის მინისტრი, ჯუდიტ ვარგა კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ახლა ოჯახთან ერთად კარანტინში ვარ. ვიმყოფები. ვმუშაობ სახლიდან და მთავრობის სხდომას არ დავესწრები“, – წერს ვარგა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო, ან შეხვდა თუ არა ბოლო დროს მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.