გაეროს ბავშთა ფონდის ინფორმაციით, იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება.
გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.
გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. 2015 წლის შემდეგ ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.











