UNICEF-ი ქვეყნებს მოუწოდებს, მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაციისას მასწავლებლებს პრიორიტეტი მიანიჭონ.
გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებით,მედიკოსებისა და დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი მოსახლეობის ვაქცინაციის შემდეგ, პრიორიტეტი პედაგოგებს უნდა მიენიჭოთ.
„ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას და, საბოლოოდ, სკოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს,“- განაცხადა ჰენრიეტა ფორემ.











