fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას – გიორგი გახარია

12:50 ოქტომბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
806
ნახვა

„როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა“ -ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ააშენოს.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი. დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ამ ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ, ჩვენი მომავალი კი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურაში, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2021 წლიდან, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, რომლითაც ჩვენ ზუსტად ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტის, გზების გაყვანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაწესრიგებელი რომ არაფერი ვთქვათ ჭალე-ფახულანის გზაზე, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით, წყალმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ სოფელში პრობლემაა. ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 ათას მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, მაგრამ როგორც კი ამას მოვრჩებით, წყალარინების სისტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ადამიანები ვართ, ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია და ყველს უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დროში სადღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის ის, რომ სხვაობა, თუ სად იზრდება ბავშვი და სად ცხოვრობს ჩვენი ღვაწლმოსილი ხანდაზმული და როგორ ვითარდება ადამიანი, არ უნდა იყოს თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ზუგდიდს, ბათუმს თუ რუსთავს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიაზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო შეკრებისას უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და გავიკეთოთ პიბადე.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე, სამწუხაროდ, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა – ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და ამ განვითარებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად. გამარჯვებას გისურვებთ!“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
805
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია