fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უპასუხისმგებლობა იქნება დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ჯადოსნურად გამოსწორდება – გიორგი გახარია

14:23 ივლისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

„მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩვენ ვხსნით ფოთში ჩვენი პარტიის – „საქართველოსთვის“ პირველ ოფისს. ფოთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, გვჭირდება წესრიგი – ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს – ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სიარული და ბევრი რამ”,-  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.

ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და უნდა ჰქონდეს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ფოთის განვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამას ბევრი შრომა დასჭირდა, რომ პორტის გაფართოების შეთანხმება როგორღაც მიღწეულიყო, მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, იმიტომ, რომ ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.

ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ბევრი რამაა გასაკეთებელი. პირველი რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით – ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი რეგიონის და ფოთის მომავლისთვის, ვიშრომოთ – ეს ერთი, მეორე ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს ეს კორუფციული საკითხები და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს.

ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ ახალგაზრდები! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის, ლანძღვა-გინების გარეშე, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქმიანად, ყოველდღიური შრომით.

ჯერ უნდა გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს უნდა შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ, ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც მე არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის. ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია – უნდა ვიშრომოთ – ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვაჩვენებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი. ეს არის ის, როგორც ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და ეს არის როგორც ჩვენ ვაპირებთ შრომას ფოთის, სამეგრელოს, საქართველოს განვითარებისთვის.

მადლობა, რომ აქ ხართ და იცოდეთ, რომ, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ვიღაცამ ან მე დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ასე ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგრამ ერთ რამეს დაგპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხი,  ამას დაგპირდებით“,- განაცხადა გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია