ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია.
„ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად არის ვაქცინირებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ბევრ ადამიანს, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დიდი მიღწევა. მაგრამ უფრო შორს უნდა წავიდეთ! უფრო მეტი ევროპელის ვაქცინაცია გვჭირდება. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ აცრაში დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორების მხარდაჭერას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.
70% of adults in EU are fully vaccinated.
I want to thank the many people making this great achievement possible.
But we must go further!
We need more Europeans to vaccinate. And we need to help the rest of the world vaccinate, too.
We'll continue supporting our partners. pic.twitter.com/VxdvZlrwYv
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 31, 2021











