სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხური მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რეგიონში დაძაბული ვითარება იყო. რამდენიმე ადგილას საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა.
აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა და აზერბაიჯანის არმიამ მოწინააღმდეგის ორი ტანკი და რამდენიმე ერთეული ტექნიკა გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.











