fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უცხოელი პოლიტიკოსების, ყოფილი ელჩების და ანალიტიკოსების ნაწილი – საქართველოს მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას

19:39 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

„ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ“ – ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში სათაურით : „საქართველოს მეგობრების ღია წერილი მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.“

„ჩვენ, ხელმომწერნი, თავს საქართველოს მეგობრებად ვთვლით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიის დროს შექმნილი გასაჭირის დროს ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი გამძლეობით, მათი მოწოდებით, შეინარჩუნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ. მისი არ გათავისუფლება შეუძლებელს გახდის ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება გამოიწვია. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიის დროს ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტაში, არამედ, აგრეთვე, აზიანებს საქართველოს, რეგიონში სტაბილური როგორც პარტნიორისა და ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისადმი ერთგული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას. მიმდინარე მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება შეიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ამომრჩევლის მისწრაფებები და საკუთარი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკას, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ წინასაარჩევნო პერიოდში.

არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უფლება აქვთ სამართლიანად და ღიად განაცხადონ საკუთარი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ მინიჭებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გასამართად, რაც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მშვიდობიანი გზებითა და ლეგალური არხების გამოყენებით კამათის გადაწყვეტით საკუთარი ქვეყნის წინსვლას ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი.

მათი საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის სურვილს ასახავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის მხრიდან სრული ნდობით სარგებლობს“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.

„საქართველომ დემოკრატიის წინა ტესტებს გაუძლო. წარსულში არსებულ კრიტიკულ მომენტებში, მისმა ლიდერებმა უკან დაიხიეს და არ გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები. საქართველო ამჟამად არის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტში, რასაც ზოგიერთი აღწერს, როგორც “ ეგზისტენციალური”. მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას, რომლის მიზანიც კომპრომისის მიღწევაა, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უახლესი მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო სასწრაფოს ხდის. დრო არსებითად მნიშვნელოვანია!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს, ნუ გაფლანგავენ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები, აცხადებენ, რომ ისინი, როგორც საქართველოს მეგობრები, მზად არიან, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ძალისხმევით იმისთვის, რომ გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუციები.

წერილის ხელმომწერებს შორის არიან: იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი; მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი; სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო; უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში; ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი, პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი; ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში; გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი; ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი; ჯონათან კაცი, აშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი, იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი და NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორი; კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სხვები.

თეგები: ფასილიტატორი ელჩები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეს უკვე ძალადობაა, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შევიდეთ პარლამენტში – ნათელაშვილი ელჩებზე

დეკემბერი 29, 2020
1.6k
პოლიტიკა

ელჩებზე თავდასხმას ვემიჯნები – გიორგი ვაშაძე

დეკემბერი 14, 2020
864
არჩევნები 2020

“ქართულ ოცნებას” ელჩების მეშვეობით რაღაცები გამოვგლიჯეთ – ალეკო ელისაშვილი

დეკემბერი 11, 2020
808

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია