fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უცხოური მედია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება

13:19 თებერვალი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

საქართველოს პოლიციამ ოპოზიციის მთავარი ლიდერი დააკავა, რაც პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს,- საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს France24-ი სწორედ ამ სათაურით ეხმაურება.

France24-ი წერს, რომ პოლიციამ ოპოზიციური ლიდერის დასაკავებლად, მისი პარტიის შტაბის ძალადობრივი დარბევის დროს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„ნიკა მელია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულია ოპოზიციის უამრავი მხარდამჭერი“,- იუწყება France24-ი.

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს Euronews-იც ეხმაურება.  გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაკავებლად ქართული პოლიცია ენმ-ს შტაბში შეიჭრა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც გასულ კვირას მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა, განაცხადა რომ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის გამწვავება გამოიწვიოს და მოქალაქეების კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას“,- იუწყება Euronews-ი.

Euronews-ი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში გაატარეს, რათა მელიას დაკავება თავიდან აეცილებინათ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგმიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა“,- ასე გამოეხმაურა Reuters-ი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

Reuters-ი იუწყება, რომ ნიკა მელიას 2019 წლის 20 და 21 ივნისის ქუჩის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ. თუმცა, მელია ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

Reuters-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გადადგომისას განაცხადა, რომ მელიას დაკავება მიუღებელი იყო მისთვის, თუკი ეს ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

DW იუწყება, რომ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეშფოთება გამოიწვია.  გამოცემას მოყვანილი აქვს ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონისა და მეთიუ ბრაიზას გამოხმაურებები.

APA წერს, რომ პოლიციამ ოპერაციის დროს წიწაკი სპრეი გამოიყენა.

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დააკავა,-  ამ სათაურით ეხმაურება რუსული სააგენტო, TASS-ი მელიას დაკავების ფაქტს.

„მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20 და 21 ივნისის არეულობების ორგანიზებაში, რომელიც პარლამენტში შეჭრის მცდელობით დასრულდა. 2019 წლის ივნისში სასამართლომ მელია  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალა, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ის მოიხსნა და გადააგდო. ამის შემდეგ პროკურატურამ გირაოს ოდენობის გაზრდის შესახებ სასამართლოს მიმართა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა და ეს ყველაფერი პოლიტიკურ დევნას დაუკავშირა. თუ პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“,- წერს TASS-ი.

Telegraph-ი წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  საქართველო პოლიტიკური კრიზისის შუაგულში იმყოფება.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: ნიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

ივლისი 8, 2021
783
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

მაისი 27, 2021
779
მთავარი ამბავი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

მაისი 25, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია