ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი არცერთი რეალური მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, ამაზე თვითონ [ოპოზიციამ] იციან, რომ ჩვენ ვართ უარს. ეს იციან და იცოდნენ 1 თვის წინ. ამაზე მყარი არგუმენტები გვაქვს. აქ ხომ მთავარია, არჩევნები გაყალბდა თუ არა, მათ მოიგონეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის არცერთი რეალური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
ახლა რაც არ უნდა ვაფრიალოთ ოქმები… ასეთ ოქმებს მომავალშიც შეძლებს ყველა, მათ შორის ჩვენც, ავაფრიალოთ. ეს არ არის არჩევნების შესწორების ოქმი და ტექნიკური შეცდომები და, თუნდაც, ხარვეზები, რომლებიც არ არის იმ მნიშვნელობის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ვერ იქნება საფუძველი. ვერ ვუღალატებთ ჩვენს ამომრჩეველს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ხელახალი არჩევნების თემაზე პლებისციტის ჩატარებაა.











