„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ შეთავაზებას გამოეხმაურნენ. ზურაბ მელიქიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება ვადამდელი არჩევნების წელსვე დანიშვნაა.
„ირაკლი კობახიძე რეალობას მოწყვეტილია, იმ რეალობას რომელიც მათივე გამოისობით არის შექმნილი ქვეყანაში. ნებისმიერი მათი წინადადება რაც არ უნდა იყოს, პასუხი არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შესაბამისი, და ეს პასუხი ოპოზიციის მხრიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა დაინიშნოს წელსვე“, – განაცხადა მელიქიშვილმა.








