უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ატარებს მმართველი პარტია ხელახალ არჩევნებს, თუ გამარჯვებაში დარწმუინებულია, მდინარაძე პასუხობს:
„ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაში არჩევნების მოგებაში და სანამ დარწმუნებულები ვიქნებით, თქვენ გვთავაზობთ, რომ ხელახალი არჩევნები ვატაროთ? – დარღვევები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა, სულ იყო და ამის აღმოფხვრაზე სულ უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ .
მისივე თქმით, საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ განიხილება.











