შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული არავინ არის და დღეს არავის დაკავებას არ გეგმავენ.
რაც შეეხება თავად ინციდენტს – მინისტრის თქმით, პოლიციელები 5-6 ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული, დმანისში განვითარებულ მოვლენებში კი, მისი ინფორმაციით, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც მონაწილეობდნენ.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ცალკე საქმეა გამოყოფილი ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც.











