ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ფაქტისგან, ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ „ ქობულეთში მსგავსი ტიპის კრიმინალი დღესაც დაფიქსირდა“.
„ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი ფაქტისგან, ეს იყო ჩვეულებრივი ძარცვა, რაც აქამდეც ხდებოდა და ხდება ახლაც. ძალიან ბევრი ქეისია ასეთი. ასეთი უჩვეულო თემა არ არის. ბანკი არ იყო, ქობულეთში ძარცვა მოხდა გარეთ, გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა ადამიანი – ეს არ არის ბანკში შევარდნა, მძევლების აყვანა და ასე შემდეგ. ეს სულ სხვადასხვა რამ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











