პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა მომავალ წელს უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
გომელაურის განცხადებით, დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები დაინერგება.
„ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები – დაინერგება დანაშაულის შესახებ პოლიციის ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა. დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაინერგება სახის ამომცნობი ვიდეო-ანალიტიკური სისტემა (NEC)“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











