„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელშვილის თქმით, „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ გახარიას „ოცნების” ხმები არ „გააყოლოს”.
„ახსნის ყველაზე მარტივი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, ეს არის, რომ გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ” არ გააყოლოს არც ერთი მხარდამჭერი და „ნაციონალებზე“ უფრო „ნაციონალებად“ აქციონ გიორგი გახარია,” – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც გახარიას „ქართული ოცნებიდან” წასვლა და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა შეაფასა.
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











