ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიის წევრების ნაწილმა განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მათი განცხადებით, სარჩელების განხილვა ფორმალურად მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.











