fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა

20:55 მაისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ვალერი ჩეხერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვალერი ჩეხერია ევროპასა და ამერიკაში ახალი ტურიზმის, პოსტპანდემიური ტურიზმისა და ახალი სასტუმროების განვითარების მიმართულებით მუშაობს.

„პანდემიის მთავარი ფაზის გავლის შემდეგ, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეთავაზებას, რომ საქართველოში ახალი გამოწვევების გამკლავებასა და ტურიზმის ახალი სტრატეგიის შექმნაზე მემუშავა. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, თუმცა ამავდროულად ბევრი სამუშაოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო როგორც პანდემიამდე იყო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სამოგზაუროდ, პანდემიის შემდეგაც ჩვენს ქვეყნაში მოგზაურობაზე ისევ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში დავინახავთ ამის შედეგებს“, – აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

სხვადასხვა დროს, ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის“, ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის“ და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ვალერი ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact-ის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.

დღემდე ვალერი ჩეხერია არის McLain Association for Children-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Children Hospice-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი და Limitless Hospitality-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

ვალერი ჩეხერიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია