ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიცია 47 წლის ვასილ ჯანჯღავას ეძებს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ სასურსათო მაღაზიას ამუშავებდა.
ეს ინფორმაცია ცნობლია ობიექტის მფლობელისთვის, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა. სწორედ მისგან იქირავა ვასილ ჯანჯღავამ აღნიშნული ობიექტი.
მკვლელობის შემდეგ ჯანჯღავა ადგილზე აღარ გამოჩენილა. სარაჯიშვილის 38-ში მდებარე სასურსათო მაღაზიას კი ამჟამადაც ეტყობა საგამოძიებო მოქმედებების კვალი.
ფაქტზე შსს გამოძიებას 108-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.











