პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენატარი გააკეთა.
მისი თქმით, ვანო მაჭავარიანი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში აპირებდა გადადგომას.
„გოჩა ლორთქიფანიძე და ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგნენ. ბატონი ვანო მაჭავარიანი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში აპირებდა გადადგომას, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე მუშაობა გაეგრძელებინა. მინდა მას ჩვენი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატება. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში მიემგზავრება, მინდა ასევე მას გულწრფელი მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა გუშინ დატოვა.











