ვანში მამაკაცი ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
ავტორი:კესო მოლაშხია











