„ჩვენ იმდენად დიდი ამბიციები გვაქვს, რომ ვაპირებთ, ხელისუფლებაში მოვიდეთ პირველივე საპარლამენტო არჩევნებში, ბლოკის შეკრებით, ან რაღაც ფორმით აუცილებლად მოვალთ. ასეთი ტემპებით გაგრძელება აღარ შეიძლება“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმიუსთან“ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც ჩვენ პოზიციებს გაიზიარებს. ყველა იმ პარტიასთან, რომელიც გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, რომ ქვეყნა ერთ-ერთ მოწინავე ევროპის ქვეყნებში რიგებში უნდა ვიხილოთ, აუცილებლად ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა ზილფიმიანმა.











