ვაქცინა გაჭირვებული მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას განაცხაადა.
პაპმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო მეთაურებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას.
„ვთხოვ ყველას – სახელმწიფოთა მეთაურებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას, რათა იპოვონ გამოსავალი ყველასთვის, ვაქცინები ყველასთვის – განსაკუთრებით კი პლანეტის ყველა წერტილში ყველაზე მოწყვლადი და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. პირველ ადგილზე უნდა იყვნენ ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ადამიანები“, – აღნიშნა რომის პაპმა.











