აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ამერიკიდან „ფაიზერის“ დოზების ჩამოტანას ემხაურება. როგორც დეგნანი ამბობს, ვაქცინის ეს დოზა მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარია ჯო ბაიდენისგან და აშშ-ის მთავრობისგან.
„მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. აშშ პანდემიის დაწყებისთანავე მხარს უჭერდა ქართველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ძალისხმევას. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ იმ ერთადერთი რამით, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას და ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა დაემატება იმ დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც აშშ-მა გაიღო საქართველოს დასახმარებლად პანდემიის განმავლობაში, მათ შორის ახლახანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა დაბალი ტემპერატურის 3 მაცივარი, 26 000 PCR ტესტი და ჟანგბადის წარმომქმნელი მოწყობილობები, რათა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 300 კოვიდსაწოლი აღჭურვილი იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ჟანგბადით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.











