დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ვაქცინაციის გეგმით მოსახლეობის 60%-ის აცრა არის დაგეგმილი. ამის შესახებ გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ჩვენი ვაქცინის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე. მოსახლეობას როდესაც ვამბობ, ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. ამიტომ ჩვენ საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნურ ფენა ქვეყანაში ,რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს გეგმა ფინანსურადაც გათვლილია. ეს ფინანსები მერყეობს დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ამ წლის განმავლობაში რომ ჩვენ 60% მოსახლეობისა ავცრათ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











