ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ეხმაურება.
გეგეჭკორის თქმით, ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს, რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს.
“ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?
მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ.
P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით. მე არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით. მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.
საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს, რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს.”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.
ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.










