ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გართულებული მდგომარეობით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები დღეს გამოძიებას შუამდგომლობით მიმართავენ.
უფლებადამცველები კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერებას მოითხოვენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ კლინიკიდან, სადაც მეგი ბაქრაძეს აცრა გაუკეთდა, სრული სამედიცინო ისტორია ჯერ არ მიუღიათ. მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაეცეთ დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა პროცედურები ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე და აღმოუჩინეს თუ არა აცრის შემდეგ მას დროული სამედიცინო დახმარება.
შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.











