სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ იდეებს უღალატა, მოღალატეა! – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს.
მისი თქმით, სააკაშვილს კარგი მემკვიდრეობა აქვს, თუმცა ამას უღალატა.
„სააკაშვილს მაშინ ვუჭერდი მხარს, როდესაც ის დასავლური ორიენტაციის მომხრე იყო და დასავლურ კოლონიალიზმზე არ ბოდავდა, როდესაც ის სეკულარული სახელმწიფოს მომხრე იყო, მართლმადიდებლობას მართმევენო – არ ტიროდა. როდესაც ის მწყობრი ნაბიჯებით მიდიოდა იმ რეფორმების გზით, რომელსაც კახა ბენდუქიძე სთავაზობდა. მე დღეს მისი გუნდი არ მაინტერესებს და ზოგადად, ეს განაპირობა ისევ სააკაშვილმა.
მას აქვს ძალიან კარგი მემკვიდრეობა – „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან „ვარდების რევოლუციის“ იდეებს უღალატა, მოღალატეა! ამიტომ მე მისთვის ხაზი მაქვს გადასმული.
კარდაკარზე რომ დავდივარ, ვისაც რა კითხვები უჩნდება, ვესაუბრები. ვერც კი მპასუხობენ, რომ ეკითხები, კაცის სიტყვას ფასი ხომ უნდა ჰქონდეს? რა პასუხი უნდა ნახონ იმაზე, 40-ჯერ რომ კაცი დაჰპირდება და არ ჩამოვა?! რა უნდა მითხრან ამაზე?“, – ამბობს ჩერგოლეიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში.











