ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, ალექსანდრე ივანოვი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.
ბრალდებული ამბობს, რომ „გამომძიებლებს ზღაპრები აქვთ მოყოლილი“. იგი სასამართლოს დისტანციურად ესწრებოდა.
ივანოვის თქმითვე, ის 24 წლის მანძილზე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და შემთხვევის დღესაც მან შვილები ყველაფერს განარიდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესასწავლია. ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულია და ალექსანდრე ივანოვს კლინიკაში სრულყოფილი, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი ალექსანდრე ივნოვის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.











