ვარკეთილში ტექნიკის მაღაზიის დაყაჩარების გამო ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











